ცესკომ სოცდაუცველ 7 ოჯახს პასკები მიუტანა, ფოტოები გადაიღო და სოც.ქსელში განათავსა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ცესკოს წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა მათ სააღდგომო ნობათი და საკვები პროდუქტები გადასცეს.
ირკვევა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ დახმარება 7 ოჯახს, თბილისსა და რუსთავში გაუწია.