"მოვიდა ხალხის გაზაფხული!" - სინდისის პატიმრების დედები რუსთაველზე თანამოაზრეებს ელოდებიან

19.04.25 17:15
"მოვიდა ხალხის გაზაფხული!" - სინდისის პატიმრების დედები რუსთაველზე თანამოაზრეებს ელოდებიან

აღდგომის ღამე რუსთაველზე - პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების ნაცვლად, დედაქალაქის მთავარ გამზირზე მათი მშობლები იდგებიან.

სინდისის პატიმრის ოჯახის წევრები საქართველოს მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ და რეჟიმის ტყვეებისთვის სოლიდარობის გამოცხადებისკენ მოუწოდებენ. 

მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები და ყველა თაობის წარმომადგენელი ამ ღამეს იყოს ერთად და იყვნენ ჩვენთან ერთად. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ 19-ში ერთი წლის თავი არის მას შემდეგ, რაც ზვიადმა და დანარჩენმა სტუდენტებმა დადეს ფიცი საქართველოს წინაშე. შარშან საბა სხვიტარიძე იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი იმ სააღდგომო ღამის და აუცილებელია, რომ არ დავივიწყოთ ეს ადამიანები", - ამბობს ქეთი ქერაშვილი. 

სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა იმ მშობელთაგანია, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდება.

"მოვიდა ხალხის გაზაფხული" - ამბობს მარიზი კობახიძე. 

აუცილებელია ვიდგეთ ქუჩაში. ეს მთავრობა ნელ-ნელა დაეშვა დაბლა იმიტომ, რომ ამათ რომ არ უჭირდეთ, ესე არ მოიქცევიან. ხანდახან მგონია, რომ ალბათ ფიქრობენ, რომ შემოგვიტიოს ამ ხალხმა, მერე მაინც დავტოვებთ აქაურობასო. დღეს, ვიდგებით ქუჩაში და მოიმატებს ხალხი და მოვიდა ხალხის გაზაფხული", - ამბობს მარიზი კობახიძე.  

დიდი ერთობის დღე საქართველოში - ქვეყანაში საპროტესტო შეკრებისთვის ემზადებიან. ამ საღამოს, 19:00 საათიდან ყურადღების ცენტრში რუსთაველის გამზირი იქნება. 

პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები გეგმავენ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ცენტრალურ გამზირზე ერთად შეხვდნენ. მარშრუტი კი ასეთია. თავდაპირველად, ახალგაზრდები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან, სადაც იქნება სიტყვით გამოსვლები. მათ შორის, საზოგადოებას რეჟიმის ტყვეების მშობლებიც მიმართავენ.

შემდეგ პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები მსვლელობით გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც ასევე სიტყვით ვეტერანები და დაღუპული გმირების შვილები გამოვლენ. ახალგაზრდები ასევე სიმბოლურად ფიცის დადებასაც აპირებენ, ფიცის ტექსტს კი სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა წაიკითხავს. 

საბოლოოდ კი თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები გმირთა მემორიალიდან მსვლელობით რუსთაველზე გადაინაცვლებენ და სანთლებით ხელში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდებიან. 

მსგავსი სიახლეები