აღდგომის ღამე ზღვისპირა ქალაქში - ბათუმში მოქალაქეები შეკრებას 21:00 საათზე დაიწყებენ

19.04.25 17:32
აღდგომის ღამე ზღვისპირა ქალაქში - ბათუმში მოქალაქეები შეკრებას 21:00 საათზე დაიწყებენ

აღდგომის ღამე ბათუმში - შავი შავი ზღვისპირა ქალაქში შეკრება 21:00 საათზე დაიწყება. ევროპული მომავლის მცველები საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად აღნიშნავენ.

  • აქციის ორგანიზატორი სინდისის პატიმარი, ზვიად ცეცხლაძეა. სწორედ ამიტომ, ეს დღე ბათუმელებისთვის მნიშვნელოვანია.

დღეს ერთობა და ერთიანობა იქნება ყველაზე დიდი მესიჯი მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ ბრძოლა გაჩერდება ან ჩვენ გავჩერდებით. არასოდეს მითუმეტეს მაშინ, როცა ქვეყანაში გვყავს სინდისი პატიმრები. ბრძოლა არ დამთავრებულა. ჩვენ დღეს ყველას ვაჩვენებთ, რომ ბრძოლა გრძელდება და რომ ერთად ვართ და ერთიანად ვართ", - ამბობს სტუდენტი.

ბათუმის გარდა, საპროტესტო აქცია გაიმართება სამეგრელოშიც.

დღევანდელი შეკრებით ჩვენ, პირველ რიგში, სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟიმის ტყვეების მშობლებს, რომლებიც აპირებენ აღდგომას შეხვდნენ ქაშვეთთან. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად სიმბოლურია იმ კუთხით, რომ აღდგომა არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღესასწაულია. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი ბოროტება რუსეთი და რუსული რეჟიმია", - ამბობს მოქალაქე.

დიდი ერთობის დღე საქართველოში - ქვეყანაში საპროტესტო შეკრებისთვის ემზადებიან. ამ საღამოს, 19:00 საათიდან ყურადღების ცენტრში რუსთაველის გამზირი იქნება. 

პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები გეგმავენ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ცენტრალურ გამზირზე ერთად შეხვდნენ. მარშრუტი კი ასეთია. თავდაპირველად, ახალგაზრდები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან, სადაც იქნება სიტყვით გამოსვლები. მათ შორის, საზოგადოებას რეჟიმის ტყვეების მშობლებიც მიმართავენ.

შემდეგ პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები მსვლელობით გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც ასევე სიტყვით ვეტერანები და დაღუპული გმირების შვილები გამოვლენ. ახალგაზრდები ასევე სიმბოლურად ფიცის დადებასაც აპირებენ, ფიცის ტექსტს კი სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა წაიკითხავს. 

საბოლოოდ კი თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები გმირთა მემორიალიდან მსვლელობით რუსთაველზე გადაინაცვლებენ და სანთლებით ხელში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდებიან.