„ახლა უკრაინაში საჰაერო განგაშია“ - ზელენსკი პუტინის „სააღდგომო ზავს“ ეხმაურება
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ საღამოს 5:15 საათზე უკრაინის ცაზე რუსული გამანადგურებელი დრონები დააფიქსირეს.
ჩვენს ცაზე „შაჰიდები“ პუტინის ნამდვილი დამოკიდებულებაა აღდგომისა და ადამიანების სიცოცხლის მიმართ" - წერს ზელენსკი.
- ამ ფონზე კი რუსული ემდია იტყობინება, რომ დღეს, მოსკოვის დროით 18 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა "სააღდგომო ზავი" აამოქმედა.
"რაც შეეხება პუტინის მიერ ადამიანების სიცოცხლით თამაშის მორიგ მცდელობას, უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ამოქმედდა. საღამოს 5:15 საათზე ჩვენს ცაში რუსული გამანადგურებელი დრონები დააფიქსირეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ მუშაობა უკვე დაიწყეს. ჩვენს ცაზე „შაჰიდები“ პუტინის ნამდვილი დამოკიდებულებაა აღდგომისა და ადამიანების სიცოცხლის მიმართ" წერს ზელენსკი.