უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხე - ონკოპაციენტები "სასიკვდილო განაჩენზე" საუბრობენ

19.04.25 20:48
უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხე - ონკოპაციენტები "სასიკვდილო განაჩენზე" საუბრობენ

ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლით ყოველწლიურად ათასობით ქართველი პაციენტი სარგებლობს.  სამ მილიონიან ქვეყანაში, 365 დღის განმავლობაში საშუალოდ შვიდიდან ათი ათასამდე ადამიანი მიემგზავრეაა საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ უვიზო მიმოსვლა "ღვთიური მანანა არ არის და რომ ეს კომფორტია", თუმცა მძიმე დიაგნოზის მატარებელი ადამიანები ამბობენ, რომ "ეს მათთვის მართლაც რომ ღვთიური მანანაა", რადგან დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე შეუძლიათ გადალახონ ქვეყნის საზღვრები და სასურველ ევროპულ კლინიკებში ჩაიტარონ მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები.  

"ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ჩვენთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება"- ამბობენ ონკოპაციენტები.

ყველაზე მძიმე ამ მხრივ ონკოპაციენტების ისტორიების მოსმენა აღმოჩნდა. მათი ინტერვიუები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები