"ოცნების" პოლიტიკის შედეგი - ქვეყანა უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის წინაშე

უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე დღეს ისეთი რეალურია, როგორც არასდროს - ევროპულ ალიანს საკუთარ წესდებებში ცვლილებები შეაქვს. ლიდერები ამის შემდეგ უფრო მარტივად შეძლებენ ამა თუ იმ ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებს. სიაში მათ შორის საქართველოცაა, რომელიც ამავდროულად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა.
ოპოზიცია ამბობს, რომ "ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე ივანიშვილის რეჟიმის ქმედებებმა განაპირობა". დიპლომატების თქმით კი რეპრესიულმა კანონებმა, პოლიტიკურმა პატიმრებმა, დაუსჯელმა ძალადობამ და შურისძიებამ საჯარო მოხელეების წინააღმდეგ გადამწყვეტი როლი შეიძლება ითამაშოს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების კუთხით.
პოლიტიკოსების თქმით, ბოლო ერთ წელიწადში "ქართულმა ოცნებამ" საქართველოში ფაქტობრივად დიქტატურაა გააცოცხლა, ეს უკანასკნელი კი პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში ევროპის პოლიტიკასთან.
დეტალები ნახეთ, ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში