აღდგომის ღამე რუსთაველზე - დედაქალაქში პროტესტია

19.04.25 20:12
აღდგომის ღამე რუსთაველზე - დედაქალაქში პროტესტია

"ვფიცავთ, არასდროს დავთმობთ თავისუფლებას" - ამ გზავნილით გაემართებიან წუთი-წუთზე ქართველი სტუდენტები გმირთა მემორიალისკენ. აღდგომის წინა საღამოს ქვეყანაში პროტესტია. რუსთაველზე მოქალაქეები იკრიბებიან. 

ამ ღამეს ახალგაზრდები ჯერ სამშობლოს ერთიანობისთვის თავგანწირული გმირების მემორიალთან დადებენ ბრძოლის პირობას, შემდეგ რელიგიურ დღესასწაულს ქაშუეთის ტაძართან, სანთლებით ხელში და ლოცვით შეხვდებიან. ამ ღამეს აღდგომას ხალხთან ერთად, რუსთაველზე შეხვდება სალომე ზურაბიშვილი.

პროტესტი ეძღვნება ციხეებში, უკანონოდ გამოკეტილ 50-მდე სინდისის პატიმარს, ამიტიომაც რუსთაველზე დგანან რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები. 

აუცილებელია ჩვენ ყველა ერთად დავდეგთ, ერთმანეთის გევრდით. ეს ყველას ვალია. ქვეყანა ერთად უნდა გადავარჩინოთ. ძალა ერთობაშია და ეს ძალა უფრო მეტად უნდა შევკრათ. ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს ზვაიდ ცეეცხლაძის დედა. 

მსგავსი სიახლეები