რუსთაველის გამზირზე პოლიციის მობილიზებაა

19.04.25 20:19
რუსთაველის გამზირზე პოლიციის მობილიზებაა

რუსთაველის გამზირზე პოლიციის მობილიზებაა - კრიმპოლის და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები პარლამენტის მიმდებარედ არიან განლაგებულები.

ადგილზე არიან გომელაურის უწყების მაღალჩინოსნებიც - მათ შორის რონი მესხი. ეს ის მაღალჩინოსანია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თამარ კურატიშვილის დაკავების ბრძანება გასცა. კურატიშვილი ის გოგოა, რომელსაც ხელში გიორგი ანწუხელიძის პლაკატი ეჭირა.

რონი მესხი "პირველებთან" ამბობს, რომ ადგილზე სამართალდამცველების "პროპორციული რაოდენობაა".

გამოვლენ თუ არა რუსთაველის გამზირზე გდდ-ს თანამშრომლები, მესხი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. 

მსგავსი სიახლეები