ქრისტიანული სამყარო აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად ემზადება
ქრისტიანული სამყარო აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად ემზადება. ტაძრებში უკვე დაწყებულია სამზადისი ღამისთევის მსახურებისთვის. მორწმუნეები და სასულერო პირეები ეკლესია-მონასტრებში ეტაპობრივად იწყებენ შეკრებას.
სააღდგომო ლიტურგია მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის წელსაც თბილისის სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. საღამოს 23:00 საათზე წმინდა ცეცხლს ჩამოაბრძანებენ საქართველოში, რომელსაც სამების ტაძარში მიაბრძანებენ და აქედან უკვე სხვა ეკლესია-მონასტრებში აგვრცელდება.