შვილი ციხეში მყავს, სამსახურიდან გამაგდეს, მამა გარდამეცვალა და ყველაზე წინ ვდგავარ...გამოდი და დაიცავი ქვეყნის მომავალი - ზურაბ ცეცხლაძე

19.04.25 21:10
შვილი ციხეში მყავს, სამსახურიდან გამაგდეს, მამა გარდამეცვალა და ყველაზე წინ ვდგავარ...გამოდი და დაიცავი ქვეყნის მომავალი - ზურაბ ცეცხლაძე

19 წლის შვილი ციხეში მყავს, სამსახურიდან გამაგდეს, მამა გარდამეცვალა და ყველაზე წინ ვდგავარ...გამოდი და დაიცავი ქვეყნის მომავალი - ამ სიტყვებით მიმართა რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ მოქალაქეებს რუსთაველის გამზირიდან.

"19 წლის შვილი ციხეში მყავს, სამსახურიდან გამაგდეს, მამა გარდამეცვალა, 4 დღის მერე შვილი დაიჭირეს, 17 ჯარიმა მაქვს და აქ ვდგავარ, და ყველაზე წინ ვდგავარ. ეტყობა ყველა ჩემ დღეში უნდა ჩავარდათ, რომ დადგეთ აქ და იცოდეთ რა ელოდება ამ ქვეყანას.... სანამ ეს 19 წლის ბიჭი ზის ციხეში და შენი 16 და 17 წლის არ ზის, გამოდი აქ და დაიცავი ამ ქვეყნის მომავალი, ხვალ გვიან იქნება, გამოდი და დაიცავი ქვეყნის მომავალი" -  თქვა ზურაბ ცეცხლაძემ მიმართვაში. 

მსგავსი სიახლეები