სტუდენტებმა გმირთა მოედნის ესტაკადიდან ბანერი გადმოფინეს

სტუდენტური წინააღმდეგობა გარდაუვალი - ამ სახელწოდებით სტუდენტებმა გმირთა მოედნის ესტაკადიდან ბანერი გადმოფინეს.
მარშის მონაწილეები გმირთა მოედანზე ამ წუთებში მივიდნენ.
ცოტა ხანში აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე ფიცს დადებენ. შემდეგ კი რუსტაველის გამზირზე დაბრუნდებიან და აღდგომის დღესასწაულს ერთად, ქაშუეთის ტაძართან შეხვდებიან.