ქრისტე ზუსტად ისევე აღმოჩნდა უსამართლო სასამართლოს წინაშე, როგორც დღეს სინდისის პატიმრები - შოთა თუთბერიძე
ქრისტე ზუსტად ისევე აღმოჩნდა უსამართლო სასამართლოს წინაშე როგორც დღეს სინდისის პატიმრები - ამის შესახებ იურისტმა შოთა თუთბერიძემ "ტვ პირველის" პრიდაპირ ეთერში განაცხადა.
უფლებადამცველი ამბობს, რომ დღესაც ისევე ებრძვის ივანიშვილის რეჟიმი სიმართლეს, როგორც 2000 წლის წინ ებძროდნენ.
თუთბერიძე უსამართლობაზე საუბრობს - "თურმე ირაკლი მიმინოშვილს პატიმრობა უნდა შეუფარდო და ფარცხალაძეს, ამ მართლა ბარაბას 5000 ლარიანი გირაო".
ადვოკატის თქმით, დღეს ღმერთი სინდისის პატიმრების გევრდით არის და დარწმუნებულია, რომ "როგორც ქრისტე აღდგა, ისე აღდგება საქართველო და ღვთიური ცეცხლით გადაბუგავს ოლიგარქიას, რომელიც ასე თავზე დაგვაჯდა დღეს"
შეგახსენებთ, რომ ქრისტეს ჯვარცმა სასამართლო პროცესის შედეგად მოხდა და ქრისტეს ზუსტად ისევე აღმოჩნდა უსამართლო სასამართლოს წინაშე, როგორც დღეს სინდისის პატიმრები და ამის მიზეზი ერთადერთია, ტირანიას, ძალაუფლებას, როგორც 2000 წლის წინ, დღესაც ეშინია განსხვავებული აზრის და სიმართლის. დღეს ადამიანები გისოსებს მიღმა იმის გამო არინა, რომ თავისუფლად ისაუბრეს, რომ ოცნებობდნენ ევროპულ მომავალზე და დღეს, როგორც ოდესრაც ქრისტეს ებრძვიან უსამართლოს სასამართლოთი და ზუსტად იგივე შინაარსის პროპაგანდით. მაშინ ბარაბა აირჩიეს გასათავსიუფლებლად. დღესაც ასეა, თურმე ირაკლი მიმინოშვილს პატიმრობა უნდა შეუფარდო აღკვეთის სახით და ფარცხალაძეს, ამ მართლა ბარაბას 5000 ლარიანი გირაო უნდა შეუფარდო, საკუთარი ქვეყნის გამყიდველს.
ყველა ქრისტიანმა უნდა გაიროს რაც გაიარა ყველა მორწმუნემ, რომ აღდგომის მადლი მასზე გადავიდეს. შეუძლია ცრუ მეტანიები აკეთოს, მაგრამ არ შეიძლება კობახიძე იყოს პარადიგმა მორწმუნე ადამიანისა. დღეს ღმერთი სინდისის პატიმრების გევრდით არის და მათ მშობლებთან არის, ვინც რუსტაველის გამზირზე არიან და მე დარწმუნებული ვარ როგროც ქრისტე აღდგა და აღდგება სულ რამდენიმე წუთში, ისე აღდგება საქართველო და ღვთიური ცეცხლით გადაბუგავს ოლიგარქიას, რომელიც ასე თავზე დაგვაჯდა დღეს", - ამბობს შოთა თუთბერიძე.