სინდისის პატიმრების მშობლები აღდგომას რუსთაველზე ანთებული სანთლებით ხვდებიან
სინდისის პატიმრების მშობლები აღდგომას რუსთაველის გამზირზე ანთებული სანთლებით ხვდებიან - ამ ბრწყინვალე დღესასწაულის ღამეს მშბლებს ერთი დიდი სურვილი აქვთ - რომ მათი შვილები გისოსებს მიღმა იხილონ, ქვეყანა კი რუსული რეჟიმისგან თავისუფალი.
მარში დედაქალაქის მთავარ გამზირზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
მოქალაქეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, ასევე ადგილზე შეკრებილებმა ტელეფონით ჩართეს ზვიად ცეცხლაძის მიმართვაც.