ქოლ ცენტრების საქმე - სავარაუდო თაღლითობაში ჩართულმა საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყანა დატოვეს

20.04.25 17:21
ქოლ ცენტრების საქმე - სავარაუდო თაღლითობაში ჩართულმა საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყანა დატოვეს

სავარაუდოდ სატელეფონო თაღლითობაში ჩართულმა საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყანა დატოვეს. ინფორმაციას სტუდია მონიტორი ავრცელებს.

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახსენები ადამიანების კერძო საკუთრება თბილისში დაკეტილია. ქოლ ცენტრების საქმის ყველა ფიგურანტის მობილური გათიშულია. მედიისთვის ამ დროისთვის უცნობია, რა გზებით დატოვეს ქვეყანა სატელეფონო თაღლითობაში ჩართულმა საქართველოს მოქალაქეებმა.

არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხოსბ მთავარ კითხვას: როგორ მოახერხეს თაღლითების სავარაუდო ჯგუფმა ქვეყნის დატოვება იმ ფონზე, როდესაც მათ წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული. 

ჟურნალისტური გამოძიებით, რომელზეც 30-ზე მეტი მედია მუშაობდა, დადასტურდა, რომ თბილისში რამდენიმე წლის განმავლობაში მოქმედებდა თაღლითური ქოლცენტრი "ეი ქეი ჯგუფი", რომელსაც რამდენიმე ოფისი ჰქონდა, მათ შორის, ერთ-ერთი სუსთან დაახლოებით 500 მეტრში. მათ 3 წლის განმავლობაში, სულ მცირე, 35 მლნ დოლარის გამოძალვა მოახერხეს უცხოეთის მოქალაქეებისგან. ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება და გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს ორი მუხლით: ეს არის ფულის გათეთრების მუხლი და თაღლითობის მუხლი, თუმცა ამ დრომდე არცერთი მათგანი არ არის დაკავებული და ჩვენი ინფორმაციით, არ არიან საქართველოში ისინი დღეს, - ამბობს სტუდია მონიტორის წარმომადგენელი. 

საგამოძიებო რეპორტაჟის ავტორებს უჩნდებათ გაჩნდა, რომ სავარაუდო თაღლითებს გავლენიანი მფარველი ჰყავთ, რომელიც მათ ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვებაში დაეხმარა.

"პირველები" დაინტერესდა, რა ეტაპზეა თაღლითურის ქოლცენტრების საქმის გაოძიება. პროკურატურაში გვეუბნებიან, რომ საქმის გამოძიება უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს და სავარაუდო მძარცველების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ცდილობენ.