ორი სააღდგომო ეპისტოლე და ორი რეალობა

20.04.25 20:02
ორი სააღდგომო ეპისტოლე და ორი რეალობა

„სწორედ რწმენა მარადიულ ნეტარებაში დაბრუნებისა აძლევს აზრს ჩვენი ყოფის იმ წესს, რაც უფალმა გვასწავლა და გულისხმობს: სხვათადმი მსახურებას, თავმდაბლობას, დათმენას, თანაგრძნობას, თანადგომას, ზნეობრიობას, მშვიდობისმყოფელობას, გულის სიწმინდეს, სულის სიმტკიცეს, უშურველობას, თავდადებას" - ეს იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სახელით გავრცელებული მთავარი სააღდგომო გზავნილი.  სამების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან ეპისტოლე, ტრადიციულად, არქიდიაკონმა დემეტრემ  აიკითხა. აქ საუბარია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ომებსა და დაპირისპირებაზე, თუმცა პატრიარქის ეპისტოლეში არცერთი სიტყვით არ მოხვდა საქართველოში მიმდინარე პროცესები.

საზოგადოების ყურადღება წმინდა სინოდის წევრის მეუფე გრიგოლის სააღდგომო წერილმა მიიქცია, სადაც ასახულია ის მძიმე რეალობა, რომელიც საქართველომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაირა. რუსული გავლენები საქართველოზე, ეკლესიის მისაკუთრების მცდელობა და იმაზე უფრო საშიში მმართველობის დამყარება, ვიდრე დიქტატურაა. ეს მწვავე გზავნილები მოხვდა ფოთელი ეპისკოკოპისის ეპისტოლეში.

წმინდა სინოდის წევრი ირიბად ეხება ბიძინა ივანიშვილის მთავრობის დამოკიდებულებას ოკუპანტის მიმართ. სწორედ აქ საუბრობს ღირებულებათა ისეთ აღრევაზე, რომელიც  მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხავს წყალს. მიტროპოლიტი წერს, რომ ამის ნათელი მაგალითია დღეს  მტრისა და მოყვრის ცნებების აღრევაა, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები