აღდგომის საპროტესტო ღამე თბილისში და ფიცი გმირთა მემორიალთან

20.04.25 20:14
აღდგომის საპროტესტო ღამე თბილისში და ფიცი გმირთა მემორიალთან

რუსული რეჟიმის დამარცხებისა და დიქტატურაზე გამარჯვების იმედად აღდგომას ევროპული ღირებულებების ერთგული ქართველები ქაშუეთთან შეხვდნენ. აღდგომამდე რამდენიმე საათით ადრე სტუდენტებმა ისტორიული ფიცი კიდევ ერთხელ გაიმეორეს. პატიმარ ზვიად ცეცხლაძის თხოვნით დემონსტრანტებმა საჯაროდ პირობა დადეს, რომ ბრძოლა არ შეწყდება. არ შეეგუებიან რუსულ მმართველობას და არ დათმობენ თავისუფლებას.

ისტორიად ქცეულ ტექსტს პატიმრის მამა კითხულობდა. ევროპული მომავლის მცველებს არც დღესასწაულზე დავიწყებიათ არჩევანი, რომლის წინაშეც ახლა ყველა ერთად დგას. ფიცი და დაპატიმრებული სტუდენტის სიტყვები ყველასთვის ემოციური იყო.

რუსულ რეჟიმთან შეუგუებლობის პირობდა დადო სალომე ზურაბიშვილმაც. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აღდგომას ხალხთან ერთად შეხვდა. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები