როგორ მოახერხეს სავარაუდო სატელეფონო თაღლითობაში მხილებულმა პირებმა საქართველოდან გაქცევა

როგორ მოახერხეს სატელეფონო თაღლითობაში ჩართულმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვრის კვეთა და სასჯელისგანნ თავის არიდება? ირკვევა, რომ ქოლ ცენტრების მასშტაბურ დანაშაულში მხილებულებმა საქართველო დატოვეს. ეს ინფორმაცია სტუდია მონიტორმა გაავრცელა, რომელიც ერთ-ერთია იმ მედიასაშუალებებს შორის, რომელმაც საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებით თაღლითობაში ჩართული ქართველების იდენტიფიცირება მოახერხა.
მხილებიდან ერთი თვის თავზე "პირველებს" ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახსენები პირების სახლები დაკეტილი დახვდა. გათიშულია მათი მობილური ტელეფონები და დახურულია ოფისი, რომელიც თბილისში, სუსის შენობის სიახლოვეს იყო.
კრიმინალურმა ქსელმა 2022 წლიდან 2025 წლამდე ევროპასა და კანადაში მცხოვრებ მოქალაქეებს, ძირითად შემთხვევაში, ასაკოვან ადამიანებს, სულ მცირე, 35 მილიონი დოლარი მოპარა.
არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხოსბ მთავარ კითხვას: როგორ მოახერხეს თაღლითების სავარაუდო ჯგუფმა ქვეყნის დატოვება იმ ფონზე, როდესაც მათ წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული.
საგამოძიებო რეპორტაჟის ავტორებს უჩნდებათ გაჩნდა, რომ სავარაუდო თაღლითებს გავლენიანი მფარველი ჰყავთ, რომელიც მათ ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვებაში დაეხმარა.
"პირველები" დაინტერესდა, რა ეტაპზეა თაღლითურის ქოლცენტრების საქმის გაოძიება. პროკურატურაში გვეუბნებიან, რომ საქმის გამოძიება უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს და სავარაუდო მძარცველების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ცდილობენ.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.