ლელობურთი დასრულებულია - გამარჯვება წელსაც ზემო შუხუთელებმა მოიპოვეს

20.04.25 20:22
ლელობურთი დასრულებულია - გამარჯვება წელსაც ზემო შუხუთელებმა მოიპოვეს

ლელობურთი დასრულებულია. წელსაც გამარჯვება ზემო შუხუთელებმა მოიპოვეს. ლელობურთი ღელეს მიღმა რამდენიმე ადამიანმა ერთად გადაიტანა.

წელს ის შემთხვევა იყო, როცა უძველეს თამაშში ურპრეცედენტოდ ბევრი ქალი მონაწილეობდა. სამსაათიანი თამაშის ბოლოს 16 კილოიანი ბურთი სიმბოლურად სასაფლაოზე უნდა მიიტანანონ. 

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ თამაშზე რამდენიმე ატეული ადამიანი დაშავდა, ზემო და ქვემო შუხუთელები ამბობენ, რომ ტრადიციას გააგრძელებენ. 

ძალიან მნიშვნელოვანია, 2-3 წელია წინ ვართ, ვიგებთ და განსხვავებული ბრძოლა იყო და კიდევ უკეთესი იქნება მომავალში, რომ ისინი უფრო სერიოზულად მოემზადებიან, - ამბობს თამაშის მონაწილე. 

რა ხდებოდა ლაბჩხუთში ვრცლად ნახეთ ნატოს გოგელიას ჩართვაში.