ჩუმლაყში 31 წლის კაცი ჩაცხრილეს

21.04.25 12:01
ჩუმლაყში 31 წლის კაცი ჩაცხრილეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 31 წლის
კაცი მოკლეს. როგორც "პირველებს" უყვებიან, დიმიტრი ჯავახიშვილი სოფლის ცენტრში ჩაცხრილეს. 

არსებული ინფორმაციით, მომხდარი სავარაუდოდ, შურისძიებას უკავშირდება. 

სროლის დროს დაიჭრა ადგილზე მყოფი ახალგაზრდა მამაკაციც. ის კლინიკაში გადაიყვანეს, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი მან სამედიცინო დაწესებულება დატოვა.

მსგავსი სიახლეები