ვინ არის და რას ამბობს ქალზე ძალადობაში მხილებული პოლიციელი

21.04.25 16:03
ვინ არის და რას ამბობს  ქალზე ძალადობაში მხილებული პოლიციელი

პოლიციელი, რომელიც აქციის მონაწილე გოგონაზე ძალადობდა და მას თმებს ქაჩავდა, ამტკიცებს, რომ “არავისზე უძალადია“ და ასე იმიტომ მოიქცა, რომ გოგონა მოქალაქის დაკავებაში პოლიციას ხელს უშლიდა და ადგილს გაარიდა.

როგორც ირკვევა, პოლიციელი რონი მესხია.

ხელს უშლიდა პოლიციელს მოქალაქის დაკავებაში, რომელმაც კანონი დაარღვია და გავარიდეთ იქაურობას,- ეუბნება პოლიციელი „პირველების“  ჟურნალიტს.

ჟურნალისტის კითხვაზე, გარიდების დროს რატომ ძალადობდა, მოქალაქეზე, პოლიციელი პასუხობს, რომ “თვითონაც ძალადობდა ფიზიკურად და ხელს უშლიდა მათ“

თქვენ ბევრ რამეს ვერ ხედავთ, მაგრამ მე ვხედავ, არ მინდა კადრების ნახვა, მე ვიყავი იქ და ვიცი. არ მეუხერხულება. როცა კანონს არღვევს, ასეა“,- ამბობს პოლიცელი.

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ქაჩავს თმას პოლიციელი აქციის მონაწილე გოგონას.