ავარია ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე-დაშავებულია 1 პირი

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა,-ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
შემთხვევის დროს ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებული პირი სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის შედეგად საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.