ჯგუფი “ფარი“: დაკავებული დავით გუნაშვილის ადგილსამყოფელს ვარკვევთ
ჯგუფი “ფარი“, რომლის წევრი, დავით გუნაშვილი, პოლიციამ პარლამენტის წინ მიმდიანრე აქციაზე ცოტა ხნის წინ დააკავა, განცხადებას ავრცელებს.
მათი თქმით, ადვოკატები ჩართული არიან პროცესში და გადაყვანის ადგილის დადგენა მიმდინარეობს
რეჟიმის მონა მილიციის აღდგომა რუსთაველზე. ოცნება წარმართული რუსეთის სამსახურში. დაკავებულია ჯგუფ "ფარის" წევრი დავით გუნაშვილი.
თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, საჯარო მმართველობის ექსპერტი, სამი შვილის მამა! ადვოკატები ჩართული არიან პროცესში. მიმდინარეობს გადაყვანის ადგილის დადგენა, - ვკითხულობთ ჯგუფი “ფარის“ განხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა, რომელთაგან ერთ-ერთი დავით გუნაშვილია.