აქტივისტებს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები აკავებენ
აქტივისტებს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები აკავებენ.
სამოქალაქო ფორმიანი პირები, რომლებიც დაკავებებში მონაწილეობენ, “პირველების“ ჟურნალიტს ეუბნებიან, რომ “მისი საქმე არაა, რატომ არ აცვიათ ფორმა, როგორც უნდათ ისე შეუძლია იარონ და არავის ჰკითხავენ, ჩაიცვამენ თუ არა ფორმას“.
პროტესტი რუსთაველის გამზირზე გრძელდება- მოქალაქეებმა დღეს ტაქტიკა შეცვალეს და თბილისის ცენტრალური ქუჩებში საპროტესტო შეძახილებით დადიან. ჩერდებიან ზებრა გადასასვლელზე. რუსთავველზე ახლა 30-კაციანი ჯგუფი გადაადგილდება, მათ კი დაახლოებით 150 პოლიციელი დასდევს და თან დაკავების მანქანები დაყვებათ.
ამ დროისთვის დაკავებულია 3 ადამიანი.