პროტესტი დიღმის იზოლატორთან - ინტელექტ კლუბ “რა სად როდის“ წევრები მიხეილ სამხარაძის მხარდასაჭერად იკრიბებიან

პროტესტი დიღმის იზოლატორთან-სამართთველოსთან ინტელექტ კლუბის “რა სად როდის“ წევრები იკრიბებიან, რომ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადონ აღდგომის ღამეს დაკავებულ მეგობარს - მიხეილ სამხაარაძეს.
როგორც მისი მეგობრები ამბობენ, სამხარაძის დაკავება იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში “ტოტალური ავტორიტარული რეჟიმის დამყარების ნიშნები გამოიკვეთა“
ეს არის ტოტალური ტერორი, ყოველდღიურად ამ რეჟიმში გვიწევს ცხოვრება და ვის შეეხება, უკვე აღარ ვიცით. ფაქტია, რომ ჩვენი მეგობარი, კლუბის წევრი დააკავეს გუშინ და დღეს დაკავების იზოლატორში იმყოფება, ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის ტოტალური ავტორიტარულდი რეჟიმის დამყარების ნიშნებია,- ამბობს ერთ-ერთი მეგობარი.
როგორც გვეუბნებიან, მაქსიმუმ 48 საათი შეუძლიათ, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში გააჩერონ და ეს 48 საათი ხვალ ღამის 12 საათზე იწურება. ამიტომ ვართ მოლოდინის რეჟიმში, არ ვიცით, რა იქნება, ხვალ ჩაინიშნება სასამართლო თუ 12 საათს დაელოდებიან და ისე გამოუშვებენ“,- ამბობს სამხარაძის მეუღლე.
სამხარაძესთან ერთად, პოლიციამ ღამით პარლამენტთან გიორგი ორთოიძეც დაიჭირა. ორივეს პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.