კატასტროფების პირისპირ მიტოვებული ხალხი - ქვეყანა წინასწარი გაფრთხილების სისტემის გარეშეა დარჩენილი

21.04.25 20:43
კატასტროფების პირისპირ მიტოვებული ხალხი - ქვეყანა წინასწარი გაფრთხილების სისტემის გარეშეა დარჩენილი

ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ მიტოვებული ხალხი - აუდიტის დასკვნით დგინდება, რომ საქართველოში ადრეული გაფრთხილების სისტემა შემუშავებული არ არის. ქვეყანაში არ არსებობს სტიქიური კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგია. კორუფციის მკვლევართა აზრით, არაერთი მსხვერპლის მიუხედავ, "ქართულმა ოცნებამ" არაფერი შეცვალა და ხვალ რომ სტიქია იყოს, ისევ მოუმზადებელი შეხვდება. 

სახელმწიფო აუდიტმა შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირებაზე, ანალიზსა და შეფასებაზე პასუხისმგებელი უწყება უბრალოდ არ არსებობს. არ არსებობს ბუნებრივი კატასტროფების, საფრთხეებისა და რისკების შეფასების საინფორმაციო  ბაზაც. მაგალითად ნერგეეთში, სადაც სტიქიას 10-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეწყრულ პროცესებს 2022 წლიდან პროგნოზირებდნენ. მიუხედავად ამისა, გაუმართავი სისტემის გამო, სტიქიამ ბაღდათის სოფელს ძალიან მძიმე ზიანი მიაყენა.

გაფრთხილების სისტემის იგნორი - დეტალები ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.