ემიგრაციიდან დაბრუნებული კაცი საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს - რა გახდა სასტიკი მკვლელობის მიზეზი

32 წლის კაცს 5 ტყვია საცხოვრებელი სახლის ეზოში ესროლეს. არჩილ ჯაბანაშვილს ორი ტყვია გულში ჰქონდა მოხვედრილი და სისხლისგან იცლებოდა, როდესაც დედამ იპოვა. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ აღდგომის ღამეს ჯაბანაშვილის მკვლელმა ჩასაფრება მოუწყო და დამნაშავე თანამზრახველებთან ერთად მოქმედებდა. ხუთი გასროლის შემდეგ ის დანაშაულის ადგილიდან გაიქცა.
სოფელში აღდგომის ღამეს მომხდარი მკვლელობის ერთადერთ მოტივად ფინანსურ დავას ასახელებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, 32 წლის კაცი ემიგრაციიდან ახალი დაბრუნებული იყო, ახმეტაში ოჯახთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა. მოკლულმა წინასწარ იცოდა, რომ მასზე ანგარიშსწორება იგეგმებოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ფინანსური დავის დალაგებაში, სავარაუდოდ, ქურდული სამყაროს წევრები იყვნენ ჩართულები.
სასტიკი მკვლელობიდან 48 საათის გასვლის შემდეგაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო სავარაუდო დამნაშავეების კვალზე ვერ გავიდა. პოლიციას დაკავებული არც მკვლელი და არც თანამზრახველები ჰყავს.
სასტიკი მკვლელობა კახეთში - დეტალები ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.