გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტბაში მამისა და 2 მცირეწლოვანი შვილის ცხედარი იპოვეს

22.04.25 10:07
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტბაში მამისა და 2 მცირეწლოვანი შვილის ცხედარი იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში, ტბაში სამი პირის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ცხოვრობდნენ.

როგორც მათი თანასოფლელები აცხადებენ მამა შვილებთან ერთად, სათევზაოდ იყო წასული. მათ ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.