22 წლის თედო აბრამოვის საქმე - პოლიციელის ჩვენება სასამართლოზე და ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა
22 წლის აქტივისტის, თედო აბრამოვის საქმე - დღეს სასამართლოს ჩვენება იმ პოლიციელმა მისცა, ვინც მისი სახლის ჩხრეკა ჩაატარა, თუმცა იქიდან ნარკოტიკული საშუალება არ ამოუღია.
- თედო აბრამოვი რეჟიმმა დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკვა და ციხეში უვადო მუხლით გაშვებას უპირებს.
სოსო ავალიშვილი დღეს სხდომაზე იხსენებდა, როგორ შევიდა აბრამოვის სახლში და ამტკიცებდა, რომ ჩხრეკა კანონის ფარგელებში ჩაატარა. თქვა ისიც, რომ აბრამოვის სახლის ჩხრეკა ზემდგომის მითითების საფუძველზე განხორციელდა.
- თუმცა დაცვის მხარის მტკიცებით, ჩხრეკა აბრამოვის სახლში უკანონოდ ჩატარდა, რადგან პოლიციელს თედო აბრამოვის პირადი ჩხრეკისას ჰქონდა ამოღებული სახლის გასაღები, ასევე ე.წ. ჩიპი, რომლითაც გააღო სადარბაზოს კარი და შევიდა დაკავებულის სახლში.
გავაცანით დადგენილება, რის საფუძველზე უნდა ჩაგვეტარებინა სახლში ჩხრეკა, რაზეც დათანხმდა და მოაწერა ხელი მოაწერა დადგენილებას. დამირეკა ერთ-ერთმა უფროსმა, სახელი და გვარი არ მახსოვს და მომცა მითითება, რომ სახლი გამეჩხრიკა. კარი დაკეტილი იყო, მაგრამ მოსახლეობა შედიოდა და შევედით ჩვენც. კარი გაგვიღო ნათესავი ვარო ასე გვითრა და შევედით", - თქვა პოლიციელმა.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურას უნდა მიეყვანა ექსპერტიც, თუმცა ის სხდომაზე არ მისულა, მის მიერ გაცემული დასკვნა კი მოსამართლემ საქმეს დაურთო. ამ გადაწყვეტილებას დაცის მხარის პროტესტი მოჰყვა.
ექსპერტის ეს დასკვნა საქმეში უმნიშვნელოვანესია, რადგან პროკურატურის მტკიცებით, ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე აბრამოვის ბიოლოგიური კვალი ამოვიდა.
დაცვის მხარის თქმით, ბიოლოგიური მასალა თედო აბრამოვის ჩხრეკის დროს, მოტყუებით, პირის ღრუდან აიღეს. ნარკოტიკული საშუალება აბრამოვის ჯიბიდან არ ამოუღიათ, ის პოლიციას ჰქონდა თან
ადვოკატ ინგა ჯაბანიშვილის განცხადებით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება "თედო აბრამოვს არ ეკუთვნოდა, მისი ჯიბიდან არ ამოუღიათ, ის თან ჰქონდა პოლიციას".
თედორე აბრამოვისგან საკვლევი მასალა, ნარკოტიკული საშუალება და შესახვევი მასალა კანონდარღვევით არის ამოღებული, ანუ პირადი ჩხრეკაა კანონდარღვევით ჩატარებული, რადგან საფუძველი არ არსებობდა. ეს ნარკოტიკული საშუალება თედორე აბრამოვს არ ეკუთვნოდა, მისი ჯიბიდან არ ამოუღიათ, ის თან ჰქონდა პოლიციას. თავიდანვე ვაფიქსირებდით, რომ აბრამოვისგან ბიოლოგიური მასალა პირადი ჩხრეკის პროცედურების დროს, მოტყუებით, მისი პირის ღრუდან, თითქოს, ბრეკეტების ჩვენების მიზნით. შესაბამისად, ჩვენ ეს მოლოდინი გვქონდა, რომ აღნიშნული დასკვნა ასეთი მოვიდოდა. თუმცა, საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ბიოლოგიურ მასალაზე კიდევ სხვა პროფილებიც ამოვიდა, რაც ჩვენს ვარაუდს ამყარებს, რომ ნარკოტიკული საშუალება და შესახვევი მასალა სამართალდამცავების ხელში იყო ყოველგვარი დალუქვის გარეშე, რაც მისი შეცვლის, გადატანის საფუძველს იძლევა“, - განაცხადა ჯაბანიშვილმა.
დღევანდელ პროცესს ესწრებოდნენ გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებიც.
- თედო აბრამოვი 7 დეკემბერს სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
- აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.