"მიღრიალა და ხელი მკრა" - იდენტიფიცირებულია კიდევ ერთი პოლიციელი, რომელსაც ქალზე ძალადობაში ამხელენ

22.04.25 13:32
"მიღრიალა და ხელი მკრა" - იდენტიფიცირებულია კიდევ ერთი პოლიციელი, რომელსაც  ქალზე ძალადობაში ამხელენ

იდენტიფიცირებულია კიდევ ერთი პოლიციელი, რომელმაც გუშინ აქციის მსვლელობისას ქალზე იძალადა. გიორგი ოთარაშვილი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა, რომელიც გომელაურმა გასულ წელს პოლიციის დღეზე დააჯილდოვა.

დაზარალებული ქალი "პირველებს" მომხდარის შესახებ უყვება და ამბობს, რომ ოთარაშვილმა მას ხელი ჰკრა და მიწაზე დაანარცხა. 

ტროტუარზე გადასვლსა ვცდილობდი, ამ დროს მოვიდა პოლიციელი და ხელით შემეხო. ვუთხარი, რომ "ხელის მოკიდება არ არის საჭირო, ისედაც ტროტუარზე გადავდივარ-მეთქი". ზუსტად ამ ტონალობაში. ამ დროს ამ ადამიანმა ამოუშვა რაღაც წარმოუდგენელი ხმა, ღრიალით, რომ "რომ გეუბნები გოგო, გადადი!" ამას მომენტალურადვე მოაყოლა ხელის კვრა. ამ დროს ჩემი ქმარი იქვე იდგა, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯში და უთხრა, რომ "გოგოა და ხელს ნუ დაარტყამო". ამაზე ორივე ხელით მკრა, რომ ტროტუარზე წავექციე. თეძო ჩამოვარტყი სქროლით მოდიოდა გოგო და მაგაზე და ჩემს ქმარს დავეჯახე. იქით რომ გოგო არ ყოფილიყო, ჩემი ქმარი უეჭველად დაარტყამდა თავს ქვაფენილზე, იმიტომ, რომ რომ დავინახე, უკვე წაქცეული იყო და ეგდო ტროტუარზე. სასწრაფოდ გამოვეხმაურეთ და ყველას ვუთხარი, რომ ამ კაცმა ხელი დამარტყა, შეხედეთ და ჩაინიშნეთ-თქო, ფოტოების გადაღებასაც შევძელით. მერე უკვე დაიწყო დამალვა და ისტერიულად სიგარეტის მოწევა. ამ ადამიანებს იმისთის, რომ ჩვენ შეგვაშინონ, აღარ გამოვიდეთდ ა პროტესტი არარ გამოვხატოთ, პირდაპირი დავალება აქვთ, რომ აქციის მონაწილეებზე ხელითაც გაიწიონ, - ამბობს დაზარალებული ქალი.  

აღდგომის დღეებში გომელაურის პოლიციამ თბილისის ქუჩებში განსაკუთრებული სისასტიკე აჩვენა. აღდგომის ღამეს დაწყებული ძალადობის სერია გუშინაც გაგრძელდა. პოლიციის მაღალჩინოსანმა, როლანდ მესხმა ჩართული კამერების წინ ქალი მომიტინგე თმით ათრია. 

ხალხი რუსთაველზე ტრადიციულ აქციაზე იყო მისული და პოლიციელებს აღდგომას ულოცავდა, რა დროსაც იერიში დაიწყეს. ტროტუარზე მყოფი ახალგაზრდები ჩამოათრიეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. არცერთი არც გზას კეტავდა და არც წინააღმდეგობას უწევდა მათ. 

 

მსგავსი სიახლეები