"მისი აქტიურობა თვალში საცემი და შემაწუხებელი აღმოჩნდა რეჟიმისთვის" - დაკავებული დავით გუნაშვილის მეუღლე

22.04.25 13:50
"მისი აქტიურობა თვალში საცემი და შემაწუხებელი აღმოჩნდა რეჟიმისთვის" - დაკავებული დავით გუნაშვილის მეუღლე

გუშინ დაკავებული დავით გუნაშვილის მეუღლე ამბობს, რომ მისი ქმარი რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის და აქტიურობის გამო ისჯება. მისი თქმით, როგორც ჩანს, რეჟიმისთვის მისი მეუღლის აქტიურობა თვალშ საცემი და შემაწუხებელი აღმოჩნდა.

ამასთან ქალი ამბობს, რომ დავით გუნაშვილი წინა ხელისუფლების დროსაც ისევე იდევნებოდა, როგორც "ოცნების" პირობებში. 

დათო ძალიან აქტიურად არის საპროტესტო აქტივიზმში ჩართული და მკაფიოდ აფიქსირებს თავის პოზიციას ამ უსამართლობასთან დაკავშირებით, როდესაც ქვეყანაში აღარ გვაქვს სამართალი. ყველაფერი იმის საპირისპირო ხდება, რასაც ვემსახურებოდით. მე ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, მისი აქტიურობა, განსაკუთრებულად ბოლო პერიოდში, სატელევიზო არხების მეშვეობით იყო საკმაოდ თვალში საცემი და შეიძლება, შემაწუხებელიც რეჟიმისთვის.

დავითიც და მეც, ორივე თავდაცვაში ვმსახურობდით. ის 20 წელზე მეტი, მე 10 წელი და ვემსახურებოდთ ამ ქვეყანას კეთლსინდისიერად.

ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ დათო არის ორივე რეჟიმის მიერ რეპრესირებული. მიხეილ სააკაშვილის დროსაც ბაჩანა ახალაიას მინისტრობის დროს ასევე უსამართლოდ გათავისუფლებული, მას გაქრობით ემუქრებოდნენ თუ არ დაწერდა ის განცხადებას. შემდეგ უკვე ახლაც, ამ რეჟიმის მიერაც მეორდება იგივე და კიდევ უფრო უარესიც. 

არანაირი კონკრეტული მიზეზი და საფუძველი არ არსებობდა. სასწავლო მივლინებით მიდიოდა ის აშშ-ში, ვაგროვებდით ამ საბუთებს, შემდეგ უკვე მოხდა ამ მომენტში მინისტრის ცვლილება. ღარიბაშვილი დაბრუნდა 2019-ის სექტემბერში მაშინ თავდაცვის სამინისტროში და დაიბარეს და მოსთხოვეს თანამდებობიდან წასვლაზე განცხადების დაწერა, - ამბობს გუნაშვილის მეუღლე. 

აღდგომის დღეებში გომელაურის პოლიციამ თბილისის ქუჩებში განსაკუთრებული სისასტიკე აჩვენა. აღდგომის ღამეს დაწყებული ძალადობის სერია გუშინაც გაგრძელდა. პოლიციის მაღალჩინოსანმა, როლანდ მესხმა ჩართული კამერების წინ ქალი მომიტინგე თმით ათრია. 

ხალხი რუსთაველზე ტრადიციულ აქციაზე იყო მისული და პოლიციელებს აღდგომას ულოცავდა, რა დროსაც იერიში დაიწყეს. ტროტუარზე მყოფი ახალგაზრდები ჩამოათრიეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. არცერთი არც გზას კეტავდა და არც წინააღმდეგობას უწევდა მათ. 

 

მსგავსი სიახლეები