SJC: აქციებზე დაკავებული 8 პირის მოსამართლე ლევან მურუსიძის ცოლის, ლელა ჭანიას ახლო მეგობარია

22.04.25 14:05
SJC: აქციებზე დაკავებული 8 პირის მოსამართლე ლევან მურუსიძის ცოლის, ლელა ჭანიას ახლო მეგობარია

სინდისის პატიმრების - ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ე.წ. “კლანის” წევრის, ლევან მურუსიძის ცოლის, ლელა ჭანიას, ახლო მეგობარია - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს. 

თამარ მჭედლიშვილი ასევე სანქცირებულია ლიეტუვის მიერ.

ხვალ, 23 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება აქციების გამო დაკავებული 8 პირის — ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის — საქმის მორიგი სასამართლო პროცესი.

საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.

მჭედლიშვილი დაკავშირებულია ე.წ. “კლანის” წევრებთან — მათ შორის, ლევან მურუსიძესთან და ამ უკანასკნელის ცოლის, ლელა ჭანიას, ახლო მეგობარია.

მჭედლიშვილი სასამართლო სისტემაშია 2001 წლიდან, 2005 წლიდან კი თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმიანობს, თუმცა მოსამართლედ 2021 წელს დაინიშნა.

2022 წლიდან მჭედლიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლეა.

თამარ მჭედლიშვილი სანქცირებულია ლიეტუვის მიერ", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები