ნიკა კაცია სასამართლოზე: ქრისტე აღსდგა, არც ერთი ნაბიჯი უკან!
ქრისტე აღსდგა, არც ერთი ნაბიჯი უკან! ბოლომდე! - ეს სიტყვები სასამართლოს სხდომათა დარბაზში შემოსვლისას ნიკუშა კაცა განაცხადა.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის ტყვის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე დღეს ორ მოწმეს დაკითხავენ. მათგან ერთი გამომძიებელია, მეორე კი ქიმიური ექსპერტი, რომელმაც ნარკოტიკული საშუალების სახეობა და ოდენობა განსაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.