ხმაური სასამართლოში - პოლიციელები ამტკიცებენ, რომ საბა სხვიტარიძის პროცესზე მეგობრის ჩვენების მოსასმენად მივიდნენ
ხმაური სასამართლოში - საბა სხვიტარიძის პროცესზე მისული პოლიციელები ამტკიცებენ, რომ სხდომაზე მეგობრის ჩვენების მოსასმენად მივიდნენ. მათ სხდომა ცოტა ხნის წინ დატოვეს.
დღევანდელ პროცესზე ჩვენებას მოწმე გამომძიებელი, სალომე ედიშერაშვილი აძლევს. ის სხდომათა დარბაზში შეძახილებით შეაცილეს. იმის გამო რომ ედიშერაშვილი სასამართლოში უამრავი პოლიციელის თანხლებით მივიდა, სინდიდის პატიმრის ოჯახის წევრები და ახლობლები სხდომათა დრბაზში ვერ შევიდნენ, რასაც ადგილზე ხმაური მოჰყვა.
ამის შემდეგ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.
ედიშერაშვილმა, რომელსაც სხვიტარიძე მის მიმართ განხორციელებული სასტიკი მოპყრობის თვითმხილველად ასახელებს, "პირველების" არცერთ კითხვას არ უპასუხა და არ თქვა, რატომ არ მოახდინა რეაგირება მაშინ, როდესაც მის თვალწინ სხვიტარიძეს სცემდნენ, როგორც ამას პატიმარი ამტკიცებს.
ადგილზე "პირველებმა" ასევე დააფიქსირა საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელი, თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის მოადგილე, მიხეილ სუჯაშვილი.
ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.