საქართველომ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ უნდა გააუქმოს-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

22.04.25 19:10
საქართველომ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ უნდა გააუქმოს-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ უნდა გააუქმოს,-ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ბარციცის თქმით,  “განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობას სურს ურთიერთობების გაუმჯობესება მთავარ მეზობლებთან, მათთვის შეუმჩნეველი არ რჩება“.

“ამისთვის პრაქტიკული და რეალური ნაბიჯებია საჭირო,“- ამბობს ის.

საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ სურთ ურთიერთობების გაუმჯობესება მთავარ მეზობლებთან - აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთის ფედერაციასთან - ჩვენთვის შეუმჩნეველი არ რჩება, მაგრამ ამავდროულად, საჭიროა პრაქტიკული დადასტურება და რეალური ნაბიჯები. ჩემი აზრით, შესაძლოა ეს იყოს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება, რომელიც ვერანაირ კრიტიკას, ვერანაირ დროს ვერ უძლებდა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის რეალობა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. მეორე - ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე გავამახვილებთ ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებში ყურადღებას - არის სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაც. ამის შემდეგ შეგვიძლია სხვა რამეზე ვისაუბროთ“, - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები