ხმაური სინდისის პატიმრის პროცესზე - მოწმე გამომძიებელი სასამართლოში კოლეგებმა კორდონით მიაცილეს

სინდისის პატიმრის ოჯახის წევრები და მეგობრები სასამართლო დარბაზში მხოლოდ იმის გამო სცემეს, რომ პოლიციის გამომძიებელს ჩვენება კომფორტულ გარემოში მიეცა. თბილისის პოლიციიის გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი, რომლის ოთახში საბა სხვიტარიძის მტკიცებით, ის აწამეს, დღეს სასამართლოში კოლეგებით გარშემორტყმული მივიდა. სასამართლო დარბაზი საგანგებოდ პოლიცილებიუთ გადაავსეს, რის გამოც სინდისის პატიმრის ოჯახი გარეთ დარჩა. დაპირისპირება ბოლოს იქამდე მივიდა, რომ მოსამართლემ ედიშერაშვილის დაცვად ქცეული პოლიციელები დარბაზიდან თავად გააძევა.
ასეთი რამ საქალაქო სასამართლოში იშვიათად ხდება. გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილს მისი პოლიცილი ქმრის და პოლიციელი მეგობრების ჯგუფი მიაცილდებდა. ერთი გამომძიებელი ალყაში იყო მოქცეული, რომ ჟურნალისტებს კითხვის დასმის საშუალება არ ჰქონოდათ. არადა, სწორედ გამომძიებელმა ედიშერაშვილმა უნდა თქვას, ვინ სცემდა საბა სხვიტარიძეს დაკავების დროს მის ოთახში და თავად გადიოდა თუ არა ოთახიდან, რომ დანაშაულის ჩადენისთვის შეეწყო ხელი.
ჩვენების მიცემის დროს სინდისის პატიმრის საქმის მთავარმა გამომძიებელმა თავადვე აღიარა, რომ არცერთი საჭირო საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია. სალომე ედიშერაშვილი შემთხვევის ადგილზეც კი არ მისულა. არ გამოუკითხავს ნეიტრალური მოწმეები და არც სავარაუდო დანაშაულის ამსახველი დამატებითი კადრების მოძიებით არ დაინტერესებულა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.