აქციაზე დაზარალებული ქალები პოლიციას ძალადობაში ამხელენ - კაციტაძის უწყება არ რეაგირებს

22.04.25 20:11
აქციაზე დაზარალებული ქალები პოლიციას ძალადობაში ამხელენ - კაციტაძის უწყება არ რეაგირებს

"პირველებთან" ინტერვიუში ნატა ჭიოკიძე დეტალურად იხსენებს, როგორ გახდა ძალადობის მსხვერპლი პოლიციელის მხრიდან.  20 წლის სტუდენტი,  რომელზეც პოლიციის მაღალჩნოსანმა  ტელეკამერების წინ ჯერ იძალადა, შემდეგ კი თმით ითრია, გვიყვება, რომ საკუთარი თვალით დაინახა და საკუთარი ყურით მოისმინა, როგორ გასცა როინ მესხმა ტროტუარზე მყოფი ერთ-ერთი აქტივისტების დაკავების ბრძანება.

20 წლის სტუდენტი არ აპირებს კარლო კაციტაძის უწყებაში განცხადება შეიტანოს და მოძალადე პოლიციელი დასჯა მოითხოვოს, რადგან იცის, რომ უსამართლო საგამოძიებო უწყებები მის საქმეს, უბრალოდ, არ გამოიძიებენ.

ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება როინ მესხი, მის წინააღნმდეგ მოკვლევაც კი არ დაუწყია საგამოძიებო სამსახურს. პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ფორმალურად გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ.

ძალადობის მსხვერპლი გახდა აღდგომის დღესასწაულზე ხატია მამუკაშვილიც. ის რუსთაველზე უკანონო დაკავებების გასაპროტესტებლად მივიდა, ამ დროს კი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელმა მას ხელი დაარტყა და მიწაზე დაანარცხა, თუმცა არცერთი პოლიცილი, ვინც ძალადობდა, ამ დრომდე სპეციალური საგამოძიებო სამსახურს არც კი გამოუკითხავს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები