აჭარის მთავრობის ახალი შეფი სკანდალშია - პოლიციის დევნის მსხვერპლის ოჯახი დუმილს არღვევს

დედა, რომელიც შვილის სიკვდილის მიზეზის გამოძიებას უკვე 9 წელია უშედეგოდ ითხოვს, საქმის ჩაფარცხვაში აჭარის მთავრობის ახალ მეთაურს ადანაშაულებს. 37 წლის ზურა ელიბაშვილი 2016 წელს, პოლიციის დევნის ოპერაციის დროს გაქრა. დღემდე გაურკვეველი მიზეზით, ელიბაშვილს საპატრულო ეკიპაჟი აედევნა, დევნის ობიექტი მანქანიდან გადმოდის, მას პოლიციელები მდინარე მტკვრის მიმართულებით მისდევენ. მალევე პატრულ-ინსპექტორები ავტომანქანასთან ისე ბრუნდებიან, რომ ზურა ელიბაშვილის ადგილმდებაორებას ვერ ადგენენ. იციან, რომ შესაძლოა, მათი დევნის გამო ახალგაზრდა კაცი მტკვარში ჩავარდა, თუმცა არც სამაშველოს იძახებენ.
დევნის ოპერაცია დიდუბე-ჩუღუღეთის პოლიცია ახორციელდა. მაშინ ამ დანაყოფს აჭარის მთავრობის დღევანდელი მეთაური სულხან თამაზაშვილი მეთაურობდა. გარდაცვლილის დედა ამტკიცებს, რომ საქმე სწორედ თამაზაშვილის მონაწილეობით ჩაიფარცხა.
რას ემსხვერპლა ახალგაზერდა კაცი? საქართველოში გამოძიებამ შედეგი არ დადო. „სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ის ფაქტი, რომ კავშირი მომჩივნის შვილის სიკვდილსა და პოლიციის მიერ მის დევნას შორის აშკარა იყო,“ – ეს უკვე ევროსასამნართლომ დაადგინა. სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეში სამართლიანი და ეფექტური გამოძიების უფლების დარღვევაზე საუბრობს, თუმცა სულხან თამაზაშვილი სკანდალური საქმის შემდეგ ჯერ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გახდა, ახლა კი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეა. ევროსასაამრთლომ ყურადღებას ამახვილებს, რომ მოწმეები პოლიციამ 4 თვიანი დაგვიანებით გამოკთხა.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.