ევროსაბჭოს კრიტიკას ცესკო 5 გვერდიანი წერილით პასუხობს - კალანდარიშვილი მტკიცებულებებს ითხოვს

22.04.25 20:49
ევროსაბჭოს კრიტიკას ცესკო 5 გვერდიანი წერილით პასუხობს - კალანდარიშვილი მტკიცებულებებს ითხოვს

ევროსაბჭოს განცხადებაზე 5-გვერდიანი პასუხის დასაბრუნებლად ცესკომ 12 დღე იფიქრა. არჩევნების მიტაცებაში მხილებული გიორგი კალანდარიშვილისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 10 აპრილს მიღებული რეზოლუცია, სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვაში ამხილეს. კალანდარიშვილის უწყება იერიშზე გადავიდა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დისკრედიტაციასა და ზედაპირულობაში დაადანაშაულა.  

როგორ შეზღუდა ცესკომ დამკვირვებლების უფლებები? ცესკომ მიიღო დადგენილება და დამკვირვებლებს ამომრჩევლების პირადობების და პასპორტების შემოწმების უფლება ჩამოართვა. ანუ ახალ არჩევნებზე დამკვირვებლებს ბარიერი შეექმენათ აღმოჩინონ ე.წ. კარუსელი. მათ უფლება აღარ აქვთ, შეამოწმონ უბანზე მისულ ამომრჩეველს ნამდვილად მისი პირადობის მოწმობა აქვს თუ არა ან ხომ არ არის სხვისი პირადობით მისული.

ევროსაბჭოს რეზოლუციებს "ქართული ოცნება" აქამდე ფარატინა ფურცელს უწოდებდა, თუმცა იქ ასახული მძიმე ფაქტები და ცესკოს კრიტიკის ქარცეცხლში გატარება, როგორც ჩანს, მმართველი რეჟიმისთვის მტკივნეული აღმოჩნდა. ცესკო ვრცელ წერილში მხოლოდ თავის მართლების რეჟიმშია. არასამთავრობო ორგანიზაციები კი, რომლებიც წლებია არჩევნების პროცესს აკვირდებიან, ამბობენ, რომ 'ქართული ოცნება" არჩევნებზე მანიპულაციისთვის დიდ სივრცეს იტოვებს. 

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები