სახალხო პროტესტის 146 დღე - მოქალაქეების ნაწილი, ტრადიციულად, საზმაუსთან შეიკრიბა

22.04.25 20:48
სახალხო პროტესტის 146 დღე - მოქალაქეების ნაწილი, ტრადიციულად, საზმაუსთან შეიკრიბა

სახალხო პროტესტის 146 დღე - რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია, საზმაუსთან კი, ტრადიციულად, აქციის მონაწილეების ნაწილია შეკრებილი. ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ. ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ხალხის ტელევიზიიდან ხალხის ხმა ისმოდეს.

მას შემდეგ, რაც საზმაუსთან საჯარო გამოსვლებს დაასრულებენ, მოქალაქეები მსვლელობით დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ წავლენ, სადაც ორ მტავარ მოთხოვნას კიდევ ერთხელ გააჟღერებენ. საუბარია პოლიპატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნაზე. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რეჟიმთან დაპირსპირებაში გამარჯვებული დარჩება ის მხარე, რომელსაც მეტი გამძლეობა ექნება. მათი თქმით, ამის რესურსი ქართულ საზოგადოებას ნამდვილად აქვს. 

ეს არის ნამდვილი სტრატეგიული დაპირსპირება და ვისაც მეტი გამძლეობა ექნება, ვინც უფრო გონივრულად მიუდგება პროტესტს, ის გაიმარჯვებს. მე მჯერა, რომ წინააღმდეგობაში არის რესურსი იმისა, რომ რეჟიმზე გაიმარჯვოს და დემოკრატიული სისტემა საბოლოოდ დაამკვიდროს ამ ქვეყანაში, - ამბობს "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ვახუშტი მენაბდე.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის ჩართვაში.  

მსგავსი სიახლეები