ბრძოლა ბოლომდე - გიორგი ჩხეიძის წერილი იზოლატორიდან

საქალაქო სსამართლოს ეზოში, საბა სხვიტარიძის პროცეისი შემდეგ დაკავებული, გიორგი ჩხეიძე ადვოკატმა მოინახულა.
მან ადვოკატს წერილი გამოატანა, სადაც წერს, რომ “გამარჯვება ხალხშია“.
ბრძოლა გამარჯვებამდე, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! არ დავივიწყებთ ცრუ მოწმეებს. მიყვარხართ, გამარჯვება ხალხშია, ძალა ერთობაშია, - წერს ჩხეიძე.
ჩხეიძე საქალაქო სასამართლოსთან დღეს დააკავეს. ის რეჟიმის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმაა.
“პუბლიკამ“ გადაიღო ვიდეოკადრები, სადაც ჩანს რა ვითარებაში დააკავეს გიორგი ჩხეიძე. ვიდეოში ჩანს, რომ გიორგი ჩხეიძე მოშორებით დგას ადამიანთა ჯგუფიდან და შორიახლოდან იღებს ვიდეოს, რა დროსაც მასთან მიდის სამი პოლიციელი და იწყებენ მის დაკავებას.