აღდგომის ღამეს დაკავებულ გიორგი ორთოიძეს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

22.04.25 22:37
აღდგომის ღამეს დაკავებულ გიორგი ორთოიძეს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსთაველის გამზირზე, აღდგომის საღამოს დაკავებულ გიორგი ორთოიძეს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს- ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

 “არ იქნება სამართალი! არ იქნება მშვიდობა!",- წერს ნათია ბუკია.

5 დღე მიუსაჯეს ჩემს უპატიოსნეს და უწესიერეს ქმარს ტროტუარზე დგომისთვის! ვიღაცა მერე მეტყვის, არა უშავს მთავარია მეტი არ მიუსაჯესო. არ იქნება სამართალი!
არ იქნება მშვიდობა!" -წერს ნათია ბუკია.

პოლიციამ გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე  რუსთაველის გამზირზე 20 აპრილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით დააკავა. 

მსგავსი სიახლეები