პოლიცია თანამედროვე აიფონიანი მხედრიონის დაჯგუფებას ჰგავს და ცოტა ხანი მოგვაშორებინეთ ეს ჭირი-სანდრო ცხადაძე
სინდისი პატიმრის, ონისე ცხადაძის ძმა ამბობს, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდება პოლიტიკურ ჩარჩოებს გაცდა და ხალხს უკვე ოჯახებში უვარდებიან.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “პოლიცია თანამედროვე აიფონიანი მხედრიონის დაჯგუფებას ჰგავს“ და ოპოზიციას მიმართავს, დაეხმარნენ ამ ყველაფრის მოშორებაში.
“ცოტა ხანი მოგვაშორებინეთ ეს ჭირი, რომ ერთი კაცი აღარ იყოს ამ ქვეყანაში მმართველი“,- ამბობს სანდრო ცხადაძე.
პოლიტიკურ ჩარჩოებს დიდი ხანია გაცდნენ, ეს უკვე პოლიტიკა აღარ არის, ოჯახებში შემოგვიცვივდნენ. რასაც პოლიცია აკეთებს ეს უკვე ბანდიტების, ვიღაც შენაერთები, თანამედროვე აიფონიანი მხედრიონის დაჯგუფებას ჰგავს და ცოტა ხანი მოგვაშორებინეთ ეს ჭირი, რომ ერთი კაცი აღარ იყოს ამ ქვეყანაში მმართველი და შემდეგ ისევ გადადით ერთმანეთის ზიზღზე.
ჩვენ გვმართავს ჩვეულებრივი ბანდა და შპანა, ჩვენ ვიცით, რომ ამათ არჩევნები აქვთ წაგებული საშინლად, ვინც ხმა მისცა, იმათაც კი ეშინიათ და საკუთარი პარტია ეზიზღებათ, რადგან თავისუფლების წართმევა არავის მოსწონს, რაც არ უნდა მონა იყოს, შესაბამისად, წაგებული არჩევნების ოფიციალურად დაკანონებას და გაფორმებას ვითხოვთ,- ამბობს სანდრო ცხადაძე.