ერთობით კულმინაციას აუცილებლად გადავლახავთ და სამართალს დავიბრუნებთ-თამთა ჩხეიძე
ერთობა ყოველთვის იგრძნობა და დარწმუნებული ვარ, ერთობით კულმინაციას აუცილებლად გადავლახავთ და სამართალს დავიბრუნებთ,- ამის შესახებ რეჟიმის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის მეუღლემ, თამთა ჩხეიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
თამთა ჩხეიძის თქმით, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ერთმანეთის პატიმრების პროცესებზე დადიან და არასდროს აქვთ იმის ნაკლოვანება, რომ ვიღაცამ მიატოვათ, ან გაჩუმდა.
ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რაც ხდება. ჩვენ მაინც ერთად ვდგავართ, ერთმანეთის თანადგომით ვიზამთ აბსოლუტურად ყველაფერს. დღეს ნიკას პროცესი იყო, საბას პროცესი იყო, ყოველთვის ასე ერთმანეთთან დავდივრათ და არანაირად, არასდროს მაქვს იმის ნაკლოვანება, რომ ვიღაცამ მიგვატოვა, ან ვინმე ხმას არ იღებს, ეს ერთობა ყოველთვის იგრძნობა და დარწმუნებული ვარ, ერთობით კულმინაციას აუცილებლად გადავლახავთ და სამართალს დავიბრუნებთ. ეს მდგომარეობა აუცილებლად გადაგვარჩენს,- ამბობს თამთა ჩხეიძე.