სინდისის პატიმრის, ნიკა კაციას დედა: ჩვენი შვილებით ვაჭრობა არ გამოვა

22.04.25 23:49
სინდისის პატიმრის, ნიკა კაციას დედა: ჩვენი შვილებით ვაჭრობა არ გამოვა

სინდისის პატიმრის, ნიკა კაციას დედა ამბობს, რომ მათი შვილებით ვაჭრობა არ გამოვა და არავითარი ადგილობრივი არჩვენები და მასში მონაწილეობა არ იქნება.

“წითელი ხაზია“,- ამბობს მარინა აფციაური გადაცემა “რეაქციაში“ და ოპოზიციაზე და მათ ვერ შემდგარ გაერთიანებაზე საუბრობს.

ვაჭრობა ჩვენი შვილებით არ გამოვა. ივანიშვილის ტრიუკი უნდა ჩაგვიტარონ, გამოუშვებენ და შემდეგ ისევ უკან შეაბრუნებენ, თუ შემდეგი სხვა 50 იქნება? წითელი ხაზია, არავითარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. 

სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ ვერ მოახერხა გაერთიანება. ჩვენ აქ ყველას სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება გვაქვს, მაგრამ ხომ მოვახერხეთ გაერთიანება. იმიტომ, რომ მიზანი გვაქვს ერთი-ქვეყანა და შვილები,- ამბობს ის. 

მსგავსი სიახლეები