კახეთში ავტომობილი ცოლ-ქმარს დაეჯახა - ორივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა

მსხვერპლით დასრულდა კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 2 ადამიანი.
ადგილობრივების ცნობით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა საკუთარი სახლის წინ მჯდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.