პოლიტპატიმარ ირაკლი ქერაშვილის და 5000 ლარით დააჯარიმეს - ქალს ავტომობილი საერთოდ არ აქვს
პოლიტპატიმარ ირაკლი ქერაშვილის და ქეთი ქერაშვილი გომელაურის უწყებამ 5000 ლარით დააჯარიმა.
პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილეს მანქანის არასწორ გაჩერებას ედავება, მაგრამ ქეთი ქერაშვილი ამბობს, რომ მას ავტომობილი საერთოდ არ აქვს.
8 მარტს დავჯარიმდი მანქანის არასწორი გაჩერებისთვის, 5000 ლარით
P.S არ მყავს მანქანა"- წერს ქერაშვილი.