წყარო: მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი ლევან სირაბიძე მოსკოვში დააკავეს

23.04.25 13:36
წყარო: მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი ლევან სირაბიძე მოსკოვში დააკავეს

22 წლის ნიკა თუთაშვილის მკვლელობის საქმე - "პირველების" წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ლევან სირაბიძე, რომელიც მეგობრის მკვლელობის საქმეზე რამდენიმე წლის განმავლობაში იძებნებოდა, მოსკოვში დააკავეს. 

ცნობილია, რომ  ბათუმის სასამართლომ ლევან სირაბიძე 2023 წლის 26 ოქტომბერს გაამართლა. მოსამართლე კოტე ჭილაიას გადაწყვეტილებით, სირაბიძე მკვლელობის ბრალდებაში გამართლდა და 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ, გათავისუფლდა. 

მოსამართლის განაჩენით, სირაბიძე აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

ბრალდების მხარემ მოსამართლე ჭილაიას გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა,  ქუთაისის სააპელაციომ 2024 წლის 11 ივლისს განაჩენი შეცვალა და სირაბიძეს 5- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა განაჩენის გამოცხადებამდე ლევან სირაბიძემ ქვეყანა დატოვა. 

მკვლელობა ბათუმში 11 მარტს მოხდა, მეგობრებს შორის დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. მოკლული ნიკა თუთაშვილი და დაკავებული ლევან სირაბიძე დიდი ხნის მეგობრების იყვნენ. 
 

მსგავსი სიახლეები