ჩვენს ფასადზე დაკიდებული ევროკავშირის დროშის დაწვა სცადეს - გორის ხელოვნების სახლი

23.04.25 14:11
ჩვენს ფასადზე დაკიდებული ევროკავშირის დროშის დაწვა სცადეს - გორის ხელოვნების სახლი

გორის ხელოვნების სახლის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მათი შენობის ფასადზე განთავსებულ ევროკავშირის დროშის დაწვა სცადეს.

როგორც ხელოვნების სახლი გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, ამ დროს შენობაში ორგანიზაციის გუნდის წევრები იმყოფებოდნენ. 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 

21 აპრილს საღამოს 9 საათზე, უცნობმა პირებმა ხელოვნების სახლის ფასადზე განთავსებულ ევროკავშირის დროშას აალებადი სითხე შეასხეს და დაწვა სცადეს.

შენობაში იმყოფებოდნენ ორგანიზაციის გუნდის წევრები, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ადგილზე მოვიდა საპატრულო პოლიცია და მომდინარეობს გამოძიება. სიახლეებს შეგატყობინებთ!", - წერს გორის ხელოვნების სახლი.

მსგავსი სიახლეები