სამმართველოდან დამირეკეს, მედავებიან “პოლიციელი” მირიან ქავთარაძის მიმართ შეურაცხყოფას - მირანდა ბაღათურია
კოალიცია "ცვლილებისთვის" პრესსამსახურის უფროსს რეჟიმი პოლიციის შეურაცხყოფას ედავება. ამის შესახებ მირანდა ბაღათურია სოციალურ ქსელში წერს.
ბაღათურიას განმარტებით, საქმე საბა სხვიტარიძის პროცესზე პოლიციელ მირიან ქავთარაძის მისამართით საპროტესტო შეძახილებს ეხება, სადაც ქავთარაძე მოწმის სტატუსით იყო მისული. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ დღეს სხვა პროცესს ესწრებოდა და მირიან ქავთარაძე თვალით არ უნახავს.
მირანდა ბაღათურია ეჭვობს, რომ საქმე მის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხება, რომელიც მისი თქმით, არც თავად გადაუღია და არც გადაღების დროს ადგილზე არ ყოფილა.
15 წუთის წინ დამირეკეს სამმართველოდან
მედავებიან, “პოლიციელი” მირიან ქავთარაძის მიმართ შეურაცხყოფას,საქმე ეხება , რამდენიმე დღის წინ საბას პროცესზე ამ მირიანის გამოკითხვას,გამოსულზე, ბუნებრივია დახვდნენ ამ ცრუ პოლიციელს შეძახილებით,თუმცა მე ვერ მივუსწარი,რადგან სხვა პროცესზე ვიყავი,მეტიც მირიან ქავთარაძე საერთოდ ვერ დავინახე,ის უკვე წასული დამხვდა.
დიდი ალბათობით, საუბარია ჩემ მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე,ვიდეო სხვისი გადაღებულია და არც ჩემი ხმა არ ისმის-ფიზიკურად იქ არ ვიყავი
მთავარია რომ რეჟიმის ერთგული პოლიციელების დასაცავად უზიან სოციალურ ქსელებს, ყველა ვიდეოს და არ იციან როგორ ასიამოვნონ ცრუ მოწმეებს, სწორედ მათ გამო ჩვენი ბიჭები გისოსებს მიღმა აგრძელებენ ცხოვრებას, - წერს ბაღათურია.