დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში - არიან დაშავებულები (ვიდეო)

23.04.25 15:11
დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში - არიან დაშავებულები (ვიდეო)

ხმაურია ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში - სასამართლოში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსთაველის გამზირზე, 21 აპრილს დაკავებულ ლევან ზაზაძეს მოსამართლემ 12-დღიანი პატიმრობა მუსაჯა. 

კადრებში, რომელიც "პირველების" პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ჩანს, რომ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები ახალგაზრდებს, მათ შორის ქალებს ძალის გამოყენებით ატოვებინებს დარბაზს. 

შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანას ელოდებიან. 

ეს არ იყო სასამართლო, ეს იყო ცირკი. მოყვანილი ჰყავდათ სიოეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ მონაწილეობდნენ დაკავებაში", - ამბობს პატიმრის ახლობელი. 

მსგავსი სიახლეები